რიჩარდ გირი ესპანელ ბიზნესმენზე დაქორწინდა

საქართველო, თბილისი - 13:13 | 17.05.2018
ნანახია: 161

ჰოლივუდის მსახიობი რიჩარდ გირი და ესპანელი ბიზნესმენი ალეხანდრა სილვა ესპანეთში აპრილში დაქორწინდნენ. შეუღლების აღსანიშნავი ზეიმი კი რამდენიმე დღის წინ  გაიმართა ნიუ-იორკში, სადაც 68 წლის რიჩარდ გირი ცხოვრობს. მსახიობი  თავს მსოფლიოში უბედნიერეს ადამიანად მიიჩნევს.

სილვამ აღიარა, რომ ქმარი ძალიან უყბარს და მასთან თავს კარგად გრძნობს.

ქორწილის ფოტოები ესპანურმა ჟურნალმა HOLA!-მ გამოაქვეყნა.

რიჩარდ გირი ესპანელ ბიზნემენს 2015 წლიდან ხვდებოდა. თუმცა წყვილის გარემოცვაში ამბობენ, რომ მათ შორის ურთიერთობა 2014 წელს დაიწყო. 2017 წლის ბოლოს კი რიჩარდმა საყვარელ ქალს ხელი სთხოვა.

რიჩარდ გირი ჰოლივუდის ერთ-ერთი ცნობილი მსახიობია. ის მონაწილეობდა პოპულარულ კინპროექტებში „ლამაზმანი“, „პირველი რაინდი“, „გაქცეული პატარძალი“, „ჩიკაგო“ და სხვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე