საზოგადოებაში ჰომოფობიის დამარცხებას შევძლებთ - თამარ ხულორდავა

საქართველო, თბილისი - 12:47 | 17.05.2018
ნანახია: 873

ჩვენ შევძლებთ, რომ საზოგადოებაში შიში და ჰომოფობია დავამარცხოთ, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარიე თამარ ხულორდავამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში აზრის გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილი უნდა იყოს და უზრუნველყოფილია კიდეც, რაც რამდენიმე დღის წინ საზოგადოებამ იხილა.

„აზრის გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილი უნდა იყოს და უზრუნველყოფილია, რაც რამდენიმე დღის წინ ვნახეთ. დარწმუნებული ვარ, მათი მხრიდან აქციის გამართვის გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო მიღებული და ჩაეტარებინათ, ყველაფერი გაკეთდებოდა, რათა მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ყოფილიყო. როგორც ვიცი, ასეთი აქციის ჩატარებისგან თავის შეკავებაზე გადაწყვეტილება თავად ამ თემის მიერ იქნა მიღებული. ყველა ცივილიზებული საზოგადოება ის საზოგადოებაა, რომელიც ერთმანეთის განსხვავებულობას აფასებს და ყველა ადამიანს ისეთს იღებს, როგორიც არის. დარწმუნებული ვარ, ამ გზით მივდივართ. ჩვენ შევძლებთ, რომ საზოგადოებაში შიში და ჰომოფობია დავამარცხოთ. ეს ერთადერთი გზაა სწორი განვითარებისკენ”, – განაცხადა ხულორდავამ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე