თურქეთში გიულენთან კავშირის ბრალდებით ყოფილი სამხედროების დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 12:39 | 17.05.2018
ნანახია: 811

თურქეთის პროკურატურამ 101 ყოფილი სამხედროს დაკავების ორდერი გასცა.მათ ხელისუფლება ოპოზიციონერ ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ადანაშაულებს.
დაკავების ოპერაცია 22 პროვინციაში მიმდინარეობს. ამ მომენტისთვის დაპატიმრებულია 37 ადამიანი, ოპერაცია გრძელდება.

ამბოხებულებმა თურქეთში 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალება სცადეს. ძირითადი მოვლენები ანკარასა და სტამბოლში განვითარდა. დაიღუპა 240-ზე მეტი მოქალაქე, 2 ათასზე მეტი კი დაიჭრა. ამბოხის მცდელობის შემდეგ დაკავებულია 50 ათასზე მეტი ადამიანი, სამსახურიდან კი 140 ათასზე მეტი სახელმწიფო მოხელე გათავისუფლდა.

ხელისუფლებამ გიულნი ამბოხის ორგანიზებაში დაადანაშაულა. თავად გიულენმა ამბოხი დაგმო და მასთან ყოველგვარი კავშირი უარყო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე