მამაკაცი ელექტროსიგარეტის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:22 | 17.05.2018
ნანახია: 747

აშშ-ში ელექტროსიგარეტის აფეთქების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. ინციდენტი ფლორიდის შტატის ქალაქ სანტ-პიტერსბერგში მოხდა.

ელქტროსიგარეტის აფეთქების შედეგად საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა. მაშველებმა საძინებელში 38 წლის ტელმიჯ დელიას ცხედარი იპოვეს.

თავში მას მოწყობილობის ორი ნამსხვრევი აღმოაჩნდა, ამის გარდა მას სხეულის 80 პროცენტი ჰქონდა დამწვარი.

ელექტროსიგარეტი დამზადებული იყო ფილიპინებში რეგისტრირებულ კომპანია Smok-E Mountain-ში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე