ავტოპარკის თითქმის მთლიან შემადგენლობაში კონდენცირების სისტემა მოწესრიგებულია - „თბილისის მიკროავტობუსი“

საქართველო, თბილისი - 11:05 | 17.05.2018
ნანახია: 757

ყველა მძღოლის მიეცა კეტეგორიული მითითება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჩართოს კონდენცირების სისტემა, - ამის შესახებ კომპანია ​„თბილისის მიკროავტობუსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

როგორც კომპანია აღნიშნავს, მძღოლები ისარგებლებენ საზაფხულო საშეღავათო სისტემით, რაც გაგრილების საშუალების ჩართვის შედეგად საწვავის მატების ხარჯს მთლიანად ფარავს.

„კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ ეხმიანება დედაქალაქის მერის მიერ გაცემულ დავალებას კომპანიის ავტოპარკში კონდენცირების სისტემასთან დაკავშირებული ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრასთან დაკავშირებით და გაცნობებთ, რომ „თბილისის მიკროავტობუსმა“ ზაფხულის პერიოდისთვის მზადება ჯერ კიდევ მარტის თვიდან დაიწყო და მთლიანად ავტოპარკში მიმდინარეობს დაზიანებული ან მწყობრიდან გამოსული ჰაერის გამაგრილებელების შეკეთება-შეცვლა, ასევე ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით „თბილისის მიკროავტობუსის“ მიერ ყველა მძღოლის მიეცა კეტეგორიული მითითება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჩართოს კონდენცირების სისტემა.

„თბილისის მიკროავტობუსი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ავტოპარკის თითქმის მთლიან შემადგენლობაში კონდენცირების სისტემა მოწესრიგებულია და ასევე მძღოლები ისარგებლებენ საზაფხულო საშეღავათო სისტემით, რაც გაგრილების საშუალების ჩართვის შედეგად საწვავის მატების ხარჯს მთლიანად ფარავს.

გარდა ამისა, მძღოლების ის ნაწილი რომელთა მიმართებაშიც ცხელი დღეების განმავლობაში არ დაფიქსირდება პრეტენზია მონიტორინგის სამსახურში, დამატებით იქნებიან კომპანიის მიერ წახალისებულნი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობითვის, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძეს და სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელს მამუკა მუმლაძეს ე.წ. ყვითელ "მარშრუტკებში" კონდიცირებასთან დაკავშირებით კომპანიასთან მოლაპარაკებები 16 მაისს მთავრობის სხდომაზე დაავალა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე