რუსეთმა ბრიტანეთს ლა-მანშის სრუტეზე ხიდის აშენებაში დახმარება შესთავაზა

საქართველო, თბილისი - 11:01 | 17.05.2018
ნანახია: 788

დიდი ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ ლონდონს ლა-მანშის სრუტეზე ხიდის აშენებაში დახმარება შესთავაზა.

„მზად ვართ ლონდონს გავუზიაროთ რთული ობიექტების მშენებლობის გამოცდილება, მაგალითად ლა-მანშზე თუ ამის ინტერესი იქნება“, - ნათქვამია ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში რუსეთის საელჩოს განცხადებაში.

საელჩომ განცხადება ბრიტანეთის საგარეო უწყების ნეგატიური განცხადების საპასუხოდ გამოაქვეყნა, რომელიც ლონდონმა ყირიმის ხიდის გასხნათან დაკავშირებით გამოთქვა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა იანვარში გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთს შორის ხიდის აშენების სურვილი გამოთქვა, რადგან მისი თქმით, ლა-მანშის ქვეშ ერთადერთი სარკინიგზო გვირაბი ვერ აკმაყოფილებს ორივე ქვეყნის მოსახლეობის გადაადგილებისა და საზღვარზე ტვირთის გადატანის პროცესს.

ანექსირებულ ყირიმში ხიდი 15 მაისს ვლადიმერ პუტინმა გახსნა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე