"ქართული მარშის" აქცია აღარ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 10:44 | 17.05.2018
ნანახია: 788

„ქართულმა მარშმა“ 17 მაისს დაანონსებული აქცია გააუქმა.

როგორც სანდრო ბრეგაძე აღნიშნავს, მათ საგანგებო თათბირის შემდეგ განაცხადეს, რომ „ქართული მარში“ გააუქმებდა ხვალ დაგეგმილ ყველა აქციას, თუ ლგბტ პირთა აქციები არ ჩატარდებოდა.

„საერთოდ არ მსურს ვიღაცებმა ისარგებლონ ჩვენი შიდა დაპირისპირებით. ხვალ დილიდან ჩვენ ვილოცებთ და შემდეგ შევუერთდებით საპატრიარქოს დაგეგმილ ღონისძიებებს, მივიღებთ მონაწილეობას მსვლელობაშიც. ხვალინდელი დღე ჩაივლის ისე, როგორც საჭიროა და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ცნობითვის, „თანასწორობის მოძრაობა“ მთავრობის კანცელარიასთან 17 მაისს აქციას აღარ გამართავს. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე