დღეს 400-ზე მეტი წყვილი ჯვარს დაიწერს

საქართველო, თბილისი - 09:59 | 17.05.2018
ნანახია: 771

 ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღეს - 17 მაისს 400-ზე მეტი წყვილი დაიწერს ჯვარს.

საპატრიარქოს დაგეგმილი აქვს ღონისძიებები ქაშუეთის ეკლესიასთან, სადაც დაილოცება 300 ოჯახი, რომელთაც 6 შვილი ჰყავთ. 400-ზე მეტი წყვილი დაიწერს ჯვარს, 20:00 საათზე რუსთაველის თეატრში ჩატარდება ღონისძიება, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებს მიეძღვნება. 

საპატრიარქო 17 მაისის განრიგს ავრცელებს – 10:00 დაიწყება საზეიმო წირვა ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში (გარეთ დამონტაჟებული იქნება მონიტორები); 11:30 მოხდება გვარების შეკრება ფილარმონიასთან; 12:00 დაიწყება აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა ვარდების მოედნიდან; 12:00 პარალელურად, წირვის დასრულების შემდეგ ქაშუეთთან დაილოცება მრავალშვილიანი (ექვს შვილიანი) ოჯახები; 13:00 ქაშუეთიდან შეკრებილი მრევლი შეურთდება ვარდების მოედნიდან მსვლელობის მონაწილეებს და ერთად გაემართებიან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც დაახლოებით 14:00 საათზე მათ პატრიარქი დახვდება, გადახდილი იქნება სამადლობელი პარაკლისი და დაილოცება ერი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე