აჭარის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა „აცეკვებული ფერწერა“ გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 15:44 | 24.09.2015
ნანახია: 2257

25 სექტემბერს, 16:00 საათზე, აჭარის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა „აცეკვებული ფერწერა“ გახსნება. გამოფენა, რომლის მხარდამჟერიც ბათუმის მერიაა 2 ოქტომბრის ჩათვლით.
გამოფენის ფარგლებში იგეგმება სოლიკო ვირსალაძის მიერ სუხიშვილებისთვის შექმნილი ესკიზებისა და ნამუშევრების გამოფენა. პროექტის მსვლელობისას მაყურებელი დიდ ეკრანზე იხილავს ქართველი ფერმწერის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ მრავალფეროვან ფოტომასალას.
პროექტი გულისხმობს დიდი ქართველი სცენოგრაფის, სოლიკო ვირსალაძის შემოქმედების პოპულარიზაციას, მისი მნიშვნელობის კიდევ ერთხელ წარმოჩენას თეატრალური მხატვრობისა და ხალხური ქორეოგრაფიის განვითარებაში.
გამოფენა ,,აცეკვებული ფერწერის“ მიზანია სოლიკო ვირსალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეულის მოწყობა, რათა საზოგადოებამ გაიხსენოს ქართული კულტურის უახლესი ისტორია და წარმოჩნდეს ბათუმის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი კულტურული ცენტრის, რენომე.
პროექტი ,,აცეკვებული ფერწერა’’ საშუალებას მისცემს ბათუმის მცხოვრებლებსა და მის სტუმრებს, უშუალოდ გაეცნონ ქართველი ფერმწერის შემოქმედებას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე