18-წლიანი პატიმრობის შემდეგ მსჯავრდებული სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

საქართველო, თბილისი - 16:46 | 16.05.2018
ნანახია: 893

პოლონელი ტომაშ კომენდა 18-წლიანი პატიმრობის შემდეგ მკვლელობასა და გაუპატიურებაში უდანაშაულოდ ცნეს.

18 წლის წინ პოლონეთის პატარა ქალაქში გარდაიცვალა 15 წლის გოგონა -  ის გააუპატიურეს და ყინვაში მიატოვეს.

სასამართლომ მომხდარში დამნაშავედ ცნო 23 წლის კომენდა. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ცოტა ხნის წინ საქმეში გაჩნდა ახალი გარემოებები, კერძოდ, ექსპერტიზის შედეგები, რომლებიც მსჯავრდებულის უდანაშაულობას ამტკიცებდა.

პოლონეთის უმაღლესმა სასამართლომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილება გააუქმა და ტომაშ კომენდას უდანაშაულობა აღიარა.

გამოძიება გაგრძელდება.

კომენდა სასამართლოს გადაწყვეტილებას ემოციურად შეხვდა, მან სახე ხელებით დაიფარა და ატირდა. კომენდას უფლება აქვს სახელმწიფოს ციხეში უსამართლოდ გატარებული 18 წლისთვის კომპენსაცია მოსთხოვოს.

 




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე