ველოსიპედისტები გვირაბში შესვლის შემდეგ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 16:30 | 16.05.2018
ნანახია: 1407

ბრაზილიაში  ვლოსიპედისტები სიკვდილს სასწაულებრივად მას შემდეგ გადაურჩნენ, რაც მათი აზრით, მიტოვებულ გვირაბში შესვლა გადაწყვიტეს.

მომხდარის შესახებ ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ ჯედსონ ჯილ მირანდამ Facebook -ის გვერდზე დაწერა.

ვიდოეზე ჩანს, მირანდა მეგობარ ფელიპე ვიეირასთან ერთად როგორ შედის ცარიელ გვირაბში. მოულოდნელად  მათ შემოესმათ საყვირის ხმა და კაშკაშა სინათლე დაინახეს. შეშინებულმა მეგობრებმა ველოსიპედები დატოვეს და უკან გაიქცნენ, რამდენიემ წამის შემდეგ კი მათ სიახლოვეს მატარებელმა ჩაიარა.  „ჩვენ ძალიან დაუფიქრებლად მოვიქეცით. სარკინიგზო გვირაბები არ არის განკუთვნილი იმისათვის, რომ იქ ველოსიპედებით ან ფეხით ისეირნო. მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად დამთავრდა. დაე ეს სხვებისთვის მაგალითი გახდეს“, - წერს მირანდა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე