ანა ფრანკის დღიურებიდან დაკარგული ორი გვერდი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 15:41 | 16.05.2018
ნანახია: 1425

როცა ანა ფრანკი დაიჭირეს თავშესაფარში, სადაც ის და მისი ოჯახი იმალებოდა 1942-1944 წლებში, მას მოუწია თავისი დღიურის დატოვება. მას წარმოდგენაც არ ჰქონია, რომ ერთხელაც მისი ჩანაწერები ჰოლოკოსტის ყველაზე ცნობილ სიმბოლოდ იქცეოდა.  

ამსტერდამში ანა ფრანკის სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, განაცხადეს რომ ნაპოვნია ორი აქამდე უცნობი გვერდი მისი დღიურიდან. ამასთან ამ ფურცლებზე მოცემულია ანა ფრანკის მიწიერი სახე - მასში ნახსენებია „ბინძური ხუმრობები“. 

ანა ფრანკმა ჩანაწერები 1942 წლის 28 სექტემბერს დაიწყო, შემდეგ ფურცლები ამოხია. „მე გამოვიყენებ ამ გაფუჭებულ ფურცლებს რათა ჩავინიშნო „ბინძური ხუმრობები“ - დაწერა მან. შემდეგ ჩამოთვალა ისინი - სქესობრივი განვითარების წარმოსახვითი გაკვეთილების შესახებ და გარკვეული ინფორმაცია მეძავების შესახებ. ბოლოს ის პირდაპირ წერს, რომ მისი მამა, სტუმრობდა პარიზში საზოგადო სახლებს.

უცნობია, კონკრეტულად როდის დაწერა ანა ფრანკმა თითოეული ეს ნაწილი. გარდა ამისა, მუზეუმმა არ გამოაქვეყნა ტექსტების სრული ვერსია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე