რუსთავში ავტოავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:21 | 16.05.2018
ნანახია: 980

რუსთავში, გზირიშვილის ქუჩაზე ავარია მოხდა, რომლის შედეგადაც 50 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.  აღნიშნული პირი "Land Rover"-ის მარკის ავტომობილს მართავდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა, ხეს შეეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

მეზობლების ინფორმაციით, კაცი შვილის გამოსაყვანად სკოლაში მიდიოდა. მისი გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

კაცის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე