რობაქიძის ქუჩაზე მდებარე „ლიბერთი ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს

საქართველო, თბილისი - 13:07 | 16.05.2018
ნანახია: 904

დიღომში რობაქიძის ქუჩაზე მდებარე „ლიბერთი ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს. 

არსებული ინფორმაციით, ბანკში ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა და იარაღის მუქარით ბანკიდან თანხა გამოიტანა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი მიიმალა. 

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სამძებრო-საგამოძიებომოქმედებები.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე