თურქეთმა სტამბოლში ისრაელის კონსულს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

საქართველო, თბილისი - 12:01 | 16.05.2018
ნანახია: 716

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტამბოლში ისრაელის გენერალურ კონსულს დროებით ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

მანამდე თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის დატოვება ანკარაში ისარელის ელჩსაც მოსთხოვა. ამის გარდა ანკარამ კონსულტაციებისთვის თელავივიდან თურქეთის ელჩი  გაიწვია.

გუშინ ასევე ცნობილი გახდა, რომ ისრაელი იერუსალიმიდან თურქეთის კონსულს გააძევებს. ეს გადაწყვტილება ისრაელმა მას შემდეგ მიიღო, რაც ღაზას სექტორში ათობით პალესტინელის დაღუპვის გამო ანკარამ თურქეთიდან ისრაელის ელჩის გაძევების შესახებ განაცხადა.

ორშაბათს იერუსალმიში აშშ-ის საელჩოს გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ამ დღეს ღაზას სექტორის საზღვარზე მასობრივი საპროტეტსო აქციები გაიმართა. არეულობების შედეგად 60-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა და სულ მცირე 2 ათასი ადამიანი დაიჭრა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე