ანა ნაცვლიშვილი ფაშისტური ჯგუფის წარმომავლობის შესწავლას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 10:51 | 16.05.2018
ნანახია: 1156

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი ფაშისტური ჯგუფის წარმომავლობის შესწავლას ითხოვს.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, სახელმიწფო ვალდებულია საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს.

„ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ამ ეტაპზე საჭიროებს პასუხის გაცემას არის კითხვა ახალი ჯგუფების შესახებ. არასპონტანური ჯგუფი იმუქრება რომ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს ამიტომ ამ ჯგუფის წარმომავლობა, მიზნები და შესაბამისობა ამ ქვეყნის კონსტიტუციასა და კანონთან არის შესასწავლი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე