ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 17 მაისს მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 17:36 | 15.05.2018
ნანახია: 1133

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 17 მაისს მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ ადამიანებს, გარკვეულ დაჯგუფებებს აქვთ თავიანთი შეხედულებები, ნორმალური პროცესია. 

„ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში ყველას აქვს თავისი შეხედულებების გამოთქმის შესაძლებლობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული. შესაბამისი სამსახურები მობილიზებული არიან ამისთვის. ის, რომ ადამიანებს, გარკვეულ დაჯგუფებებს აქვთ თავიანთი შეხედულებები, ნორმალური პროცესია. ეს არის დემოკრატიის ნაწილი, ასე რომ, ვერავის უფლებები ვერ შეიზღუდება“, - განაცახდა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე