პრაღაში გამართულ საერთაშორისო საქველმოქმედო ფესტივალზე ქართული ნივთების გამოფენა გაიმართა

საქართველო, თბილისი - 18:11 | 30.11.2015
ნანახია: 1792

2015 წლის 29 ნოემბერს, პრაღაში საერთაშორისო საქველმოქმედო საშობაო ფესტივალი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ჩეხეთის რესპუბლიკაშისაქართველოს საელჩომ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ჩეხეთში მოღვაწე დიპლომატების მეუღლეების ასოციაციის ორგანიზებითა და ჩეხეთის პირველილედის, ივანა ზემანოვას პატრონაჟით გაიმართა.   
ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საერთაშორისო საქველმოქმედო საშობაო ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული კუთხე,სადაც გამოფენილი იყო ქართული სუვენირები, თექისა და ტიხრული მინანქრის ხელნაკეთი ნივთები. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შორის ქართულმა კუთხემ დიდი ინტერესი გამოიწვია.
საქველმოქმედო ფესტივალში მონაწილეობა 43 ქვეყნის საელჩომ მიიღო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე