ლაინერის ავარიული დაშვება მგზავრებმა ვიდეოთი გადაიღეს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 15:11 | 15.05.2018
ნანახია: 943

ჩინური ავიაკომპანია Sichuan Airlines-ის თვითმფრინავის მგზავრებმა ლაინერის ავარიული დაშვება ვიდეოზე აღბეჭდეს.
გავრცელებული ცნობით, ფრენის დროს გატყდა კაბინის საქარე მინა, წარმოქმნილმა ხვრელმა კი მეორე პილოტი შეისრუტა, ამიტომ ეკიპაჟის მეთაურმა ლაინერი მიწაზე მარტომ დასვა.

ბორტზე ტემპერატურა მინუს 40 გრადუსამდე დაეცა. ჩამოცვივდა ჟანგბადის ნიღბები, რამაც მზავრებში პანიკა გამოიწვია.

დაშავებული პილოტი სერიოზულ დაზიანებებს გადაურჩა, მცირე ტრავმა მიიღო ბორტგამცილებელმა და ერთ-ერთმა მგზავრმა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.








არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე