როკფელერების კოლექციის გაყიდვიდან მიღებულმა თანხამ 832 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა

საქართველო, თბილისი - 14:43 | 15.05.2018
ნანახია: 1086

ექვსთვიანი სარეკლამო კამპანიის, ათდღიანი ონლაინ-აუქციონებისა და სამდღიანი ცოცხალი აუქციონების სერიების შემდეგ ცნობილი ამერიკელი ბანკირისა და ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერის დევიდ როკფელერისა და მისი მეუღლის პეგის კოლექცია, მთლიანად გაიყიდა. კოლექცია 1500-ზე მეტი ნივთისგან შედგებოდა.

მიღებულმა თანხამ 832 573 469 დოლარი შეადგინა და ამით ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მიღებული შემოსავლი საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცემა, რომლებსაც როკფელერების წყვილი სიცოცხლეშიც ეხმარებოდა.

როგორც უმცროსმა დევიდ როკფელერმა განაცხადა, თანხა მომხარდება განათლების, ეკონომიკის, ხელოვნებისა და ბუნების დაცვის სფეროებს.

ამის გარდა Christie’s-ის აუქციონზე 2018 წლის 12 ივნისს დამატებით გამოიტანენ 19 სამკაულს, რომელიც პეგი როკფელერს ეკუთვნოდა.

დევიდ როკფელერი მარტში 101 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხოლო მისი მეუღლე პეგი, 1996 წელს.

დევიდი ერთ-ერთი ყველაზე გულუხვი მილიარდერი იყო, რომელსაც ქველმოქმედება ჩვევად ჰქონდა ქცეული. უყვარდა ფერწერა, მისი სახლი სავსეა ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ფერწერული ტილოებით.

Forbes-ს მონაცემებით დევიდ როკფელერის საბანკო ანგარიშზე ამჟამად 3 მილიარდზე მეტი ირიცხება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე