მოდილიანის "მწოლიარე შიშველი ქალი" რეკორდულ ფასად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 13:28 | 15.05.2018
ნანახია: 654

Sotheby's-ის აუქციონზე ამადეო მოდილიანის ნახატი Nu couché ("მწოლიარე შიშველი ქალი“) რეკორდულ ფასად 157 მილიონ 200 ათას დოლარად გაიყიდა. მისი სასტარტო ფასი150 მლნ დოლარს შეადგენდა. ტილო1917 წელს არის შექმნილი.

მოდილიანმა „შიშველი ქალი“ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე შექმნა. როგორც ლოტის აღწერილობაშია ნათქვამი, ის სიდიდით ყველაზე დიდი და იტალიელი მხატვრის ყველაზე ამბიციური ნამუშევარია.

უნდა აღინიშნოს, რომ ფერწერული ტილო იმ თემატურ ციკლში შედის, სადაც 22 ნახატია გაერთიანებული. 2015 წლის ნოემბერში ჩინელმა მილიარდერმა ლიუ იციანმა Christie's-ის აუქციონზე ამ სერიის სხვა ნახატი 170 მლნ დოლარად შეიძინა.

Sotheby's-ის მიერ  გამოტანილი ნახატი  ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში გახდა, რომელიც აუქციონზე ოდესმე გამოფენილა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე