კანის კინოფესტივალზე მაყურებლებმა ლარს ფონ ტრიერის ფილმის პრემიერა ძალადობის სცენების გამო დატოვეს

საქართველო, თბილისი - 13:22 | 15.05.2018
ნანახია: 1185

კანის კინოფესტივალზე ასობით მაყურებელმა დანიელი რეჟისორის ლარს ფონ ტრიერის ფილმის „სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა“ პრემიერა პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის შესახებ ჟურნალი Variety იუწყება.

აღნიშნულია, რომ ეს კანში 2011 წლის შემდეგ ფონ ტრიერის პირველი გამოჩენაა. 7 წლის წინ ის კინოჩვენებიდან ადოლფ ჰიტლერის შესახებ წარუმატებელი ხუმრობის შემდეგ გააგდეს.

კინოკრიტიკოსები წერენ, რომ მაყურებლებმა ფილმის ჩვენება მასში ქალებსა და ბავშვებზე ძალადობის სცენების გამო დატოვეს.

ამაზრზენი კადრების შესახებ საუბრობენ სოციალურ ქსელებშიც.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ მაყურებლებმა კინოდარბაზი მას შემდეგ დატოვეს, რაც ნაჩვენები იყო სცენა, სადაც მთავარი გმირი, რომლის როლსაც მეთ დილონი ასრულებს, ორ ბავშვს სანადირო თოფით კლავს.

ფილმის „სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა“, სიუჟეტი სერიული მკვლელის ჯეკისა და მის მიერ ჩადენილი ხუთი დანაშაულის შესახებ მოგვითხრობს. ჯეკი მკლელობებს როგორც ხელოვნების ნაწარმობებს, ისე აფორმებდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე