სექსუალური უმცირესობების დაცვის ინდექსით საქართველო რეგიონში პირველ ადგილს იკავებს

საქართველო, თბილისი - 12:44 | 15.05.2018
ნანახია: 554

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ILGA-Europe LGBTI პირების უფლებების დაცვის ინდექსი გამოაქვეყნა.

კვლევაში საქართველოს 100%-დან 25,87% აქვს მინიჭებული.

ამ მაჩვენებლით, საქართველო LGBTI პირების უფლებების დაცვის კუთხით რეგიონში პირველი, ხოლო საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში მეორეა. მას მხოლოდ ესტონეთი უსწრებს (39%).

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის ლიდერია. ის ამ მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანას: ბულგარეთს, რუმინეთს, ლიტვას, პოლონეთსა და ლატვიას.

LGBTI პირებს უფლებების დაცვის მხრივ ლიდერია მალტა (91,04%), მას მოსდევენ ბელგია (78,76%), ნორვეგია (77,74%), გაერთიანებული სამეფო (73,48%) და ფინეთი (73,27%).

რაც შეეხება ყველაზე ცუდ სიტუაციას - სექსუალური უმცირესობების უფლებები ყველაზე დაუცველია აზერბაიჯანში (4,7%). ბოლო ხუთეულში მოხვდნენ სომხეთი (7,2%), თურქეთი (8,6%), მონაკო (9,76%), რუსეთი (10,9%).

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე