დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერად რჩება

საქართველო, თბილისი - 17:16 | 30.11.2015
ნანახია: 1586

„დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის  მტკიცემხარდამჭერია. გვჯერა, რომ საქართველოს აქვს სუვერენული უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი,  განვითარების გზა. ვემხრობით მისმისწრაფებას გახდეს ევროპული ოჯახის წევრი"- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა დევიდ ლიდინგტონმა საქართველო-დიდიბრიტანეთის ყოველწლიური დიალოგის „უორდროპის დიალოგის" მეორე შეხვედრის სესიის გახსნისას განაცხადა. შეხვედრის მონაწილეებს საქართველოსმხრიდან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიესალმა.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ყოველწლიური დიალოგის არსებობის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში და აღინიშნეს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს  შორის სექტორული მიმართულებით თანამშრომლობის თვალსაზრისით ბოლო პერიოდში არსებული მაღალიდინამიკა.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ბრიტანულ მხარეს იმ სოლიდარობისთვის, რასაც იგი ავლენს საქართველოს ევროპული არჩევანის, მისისუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მისი განცხადებით ბოლო პერიოდის განმალობაში დიდმა ბრიტანეთმა და საქართველომ შეძლესგანევითარებინათ რეალურად მჭიდრო  ურთიერთობა, რაც მეგობრობასა და საერთო ფასეულობებს ეფუძნება.

უორდროპის დიალოგის პლენარულ სესიამდე, გაიმართა მინისტრების ორმხრივი შეხვედრა. გიორგი კვირიკაშვილმა და დევიდ ლიდინგტონმა განიხილესსაქართველოს - დიდი ბრიტანეთის ორმხრივი ურთიერთობის აქტუალური საკითხები, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს,ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხს,  საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარეობას, ნატოს არსებითი პაკეტისგანხორციელებას, აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი წლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების თვალსაზრისით.

დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდება ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს საგარეო საქმეთა დათანამეგობრობის  საკითხებში ფილიპ ჰამონდს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე