„ევროვიზია 2018“-ის გამარჯვებული კიბიდან ჩამოვარდა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 14:23 | 14.05.2018
ნანახია: 1672

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც „ევროვიზია 2018“-ის გამარჯვებულის ისრაელელი მომღერლის Netta- ს კიბეზე წაქცევის ეპიზოდია აღბეჭდილი. ჩანაწერი YouTube-ზე გამოქვეყნდა.
ინციდენტი კონკურსის პირველ ნახევარფინალში გამოსვლის შემდეგ მოხდა.

კადრებში ჩანს, რომ მომღერლი კიბეზე ჩადის და თაყვანისმცემლებს ესალამება. მაგრამ მოულოდნელად Netta კიბეზე ვარდება. თუმცა მომღერალი უხერხულობას არ იმჩნევს, სწრაფად დგება და შეკრებილებს ესალმება.

საერთაშორისო კონკურსი ევროვიზია -2018 პორტუგალიაში გაიმართა.  შედეგების მიხედვით, გამარჯვება ისრაელის წარმომადგენელმა Netta-მ მოიპოვა, მეორე ადგილზე გავიდა კვიპროსელი მომღერალი ელენი ფურეირე, მესამეზე კი ავსტრიის წარმომადგენელი სეზარ სემპსონი.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე