ნოდარ ხადური: სახელმწიფომ უფრო მეტი საპრივატიზაციო ობიექტი მიიღო, რომელსაც უფრო მეტი საინვესტიციო დატვირთვა ექნება

საქართველო, თბილისი - 15:37 | 24.09.2015
ნანახია: 1959

მთავრობის მიერ ბობოყვათის რეზიდენციის საპატრიარქოსთვის კრწანისის ტყე-პარკის სანაცვლოდ გადაცემაზე კომენტარი დღეს მტავრობის წევრებმაც გააკეთეს. ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ ამით სახელმწიფომ უფრო მეტი საპრივატიზაციო ობიექტი მიიღო.

„იქ იყო ქონების ჩანაცვლება, საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფომ უფრო მეტი საპრივატიზაციო ობიექტი მიიღო, რომელსაც უფრო მეტი საინვესტიციო დატვირთვა ექნება,“-განაცხადა ნოდარ ხადურმა.

„ამ ეტაპისთვის კონკრეტულ გეგმას ვერ მოგახსენებთ, როგორც კი კონკრეტული გეგმები იქნება მოგახსენებთ, არ მინდა ღირებულებით ნაწილში შევიდე, თუმცა ღირებულებით ნაწილში კრწანისის ნაწილი გაცილებით უფრო დიდია”, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

პრემიერის განკარგულების საფუძველზე საპატრიარქოს ქობულეთში მდებარე ბობოყვათის რეზიდენცია გადაეცა, სანაცვლოდ კი მთავრობამ რამდენიმე წლის წინ საპატრიარქოსთვის სიმბოლურ ფასად გადაცემული მიწა უკან დაიბრუნა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე