ბრიტანეთი და საქართველო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე შეთანხმდნენ

საქართველო, თბილისი - 16:01 | 30.11.2015
ნანახია: 1530

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლონდონში ვიზიტის ფარგლებში გაერთიანებულისამეფოს სახელმწიფო მინისტრს ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში, ფრენსის მოდის შეხვდა.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ბრიტანეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და მისი განვითარების პერსპექტივები. გიორგი კვირიკაშვილმა ბრიტანეთის ვაჭრობის მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია ეკონომიკის სხვადასხვა დარგებსა დასექტორული მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ.

ბრიტანეთის მხარემ გამოხატა დაინტერესება ბრიტანეთის საქმიანი წრეების მონაწილეობით კონკრეტული ღონისძიებების გამართვის შესახებ,რაც ხელს შეუწყობს მათ მეტ ინფორმირებულობას და დაინტერესებას საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. 

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს რეგიონალურ მნიშვნელობას და მის მოწინავე პოზიციას, როგორც ეკონომიკური რეფორმების, ასევებიზნესის წარმოების თვალსაზრისით, რაც მას მიმზიდველს ხდის საერთაშორისო ინვესტიციებისთვის. დადებითად შეფასდა საქართველოსპრემიერ-მინისტრის ინიციატივა „აბრეშუმის გზის" ფორუმის გამართვის შესახებ, სადაც კიდევ ერთხელ, დამატებით მოხდა საქართველოსსაერთაშორისო სატრანზიტო შესაძლებლობების დემონსტრირება.  

მინისტრებმა ისაუბრეს ასოცირების დღის წესრიგსა და მისი განხორციელების საკითხებზე, ასევე   ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭროსივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მიმდინარეობაზე. აღინიშნა ის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, რასაც სავაჭრო სივრცისშეთანხმება აძლევს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს განავითარონ საინვესტიციო და ეკონომიკური კავშირები.

დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფილიპჰამონდთან და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, დევიდ ლიდინგტონთან, ასევე ბრიტანეთის პარლამენტში. ვიცე-პრემიერის ვიზიტისპარალელურად 30 ნოემბერს ლონდონი გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს სტრატეგიული დიალოგის „უორდროპის დიალოგის"მეორე შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ასევე გაიმართება საქმიანი შეხვედრა ბრიტანეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე