ელენე ხოშტარია: ხელისუფლება გადავიდა თავისუფალი, წესიერი მოაქალაქეების მიმართ ძალადობაზე

საქართველო, თბილისი - 15:15 | 12.05.2018
ნანახია: 2042

"წუხელ, რაც პირდაპირი ეთერით ვიხილეთ, ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან თავისუფალ, პატიოსან, წესიერ მოქალაქეებზე და ქალაქის სტუმრებზე თავდასხმა და ძალადობა" - ევროპული საქართველოს წევრის ელენე ხოშტარიას თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს ეხმაურება.

,,ეს იყო უხეში დარღვევა ადამიანის უფლებების, შეკრების თავისუფლების. შუა ქალაქში მოაწყეს თავისუფალი ადამიანების რბევა, რომელსაც კავშირი არ ჰქონია არც ნარკორეალიზატორებთან და არც კრიმინალთან. შინაგან საქმეთა სამინისტრო ცეკვის დროს არბევდა თავისუფალ მოქალაქეებს. ჩვენ ერთის მხრივ ქვეყანაში გვაქვს კრინიმალის პრობლემა და ამ ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ამას. ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან მძიმე ვითარება, როდესაც ახალგაზრდები იღუპებიან ნარკოტიკებისგან და ესეც არის არასწორი ნარკოპოლიტიკის შედეგი და ნაცვლად იმისა, რომ სწორედ ამას ებრძოლოს ხელისუფლება ისინი გადავიდნენ თავისუფალი, წესიერი მოაქალაქეების მიმართ ძალადობაზე,’’- განაცხადა ელენე  ხოშტარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე