პრემიერ-მინისტრი გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის ლიდერთა ღონისძიების გახსნას დაესწრო

საქართველო, თბილისი - 16:00 | 30.11.2015
ნანახია: 1627

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის პერსონალური მიწვევით, პარიზში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაში (COP21) მონაწილეობს.

საქართველოს მთავრობის მეთაური დღეს კონფერენციის ლიდერთა ღონისძიების გახსნას დაესწრო. ღონისძიება, რომელსაც 150-მდე ქვეყნის ლიდერი ესწრება, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გახსნა.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრმა, ლორან ფაბიუსმა, რომელიც COP21-ის თავმჯდომარედ აირჩიეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე