კურტ კობეინის დამსხვრეული გიტარა აუქციონზე გაიყიდება

საქართველო, თბილისი - 13:50 | 11.05.2018
ნანახია: 1326

ცნობილი როკ-მუსიკოსის კურტ კობეინის გიტარა, რომელიც მან სიეტლში კონცერტის დროს გატეხა, 19 მაისს აუქციონზე გაიყიდება.

დამსხვრეული ინსტრუმენტი ინტერნეტ-აუქციონ Showdream-ზეა გამოტანილი. 1990 წელს Nirvana-ს შოუს დროს სიეტლშუ კობეინმა გიტარა ჰაერში აისროლა, შემდეგ კი სცენის იატაკზე დაანარცხა.

აუქციონის ორგანიზატორების თქმით, ეს Nirvana-ს ლიდერის ერთ-ერთი საყვარელი გიტარა იყო და გაუგებარია რამ აიძულა ის ინსტრუმენტი გაენადგურებინა. მრავალი წლის განმავლობაში გიტარას კობეინის თაყვანისმცემელი ინახავდა. გიტარა მან იმ დროს აიღო, როდესაც მუსიკოსმა ის ხალხში გადააგდო. ახლა კი კობეინის უცნობმა თაყვანისმცემელმა არტეფაქტის გაყიდვა გადაწყვიტა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე