მიკროსაფინანსო სექტორი აუცილებლად უნდა იყოს ბაზარზე - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 11:16 | 11.05.2018
ნანახია: 1068

არ გვაქვს მოლოდინი, რომ ახალი რეგულაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობას შეამცირებს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა სესხების ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 50%-მდე შემცირების ინიციატივის კომენტირებისას.

მინისტრი მიიჩნევს, რომ მიკროსაფინანსო სექტორი აუცილებლად უნდა იყოს ბაზარზე, თუმცა თამაშის წესები ყველასთვის საერთო უნდა იყოს.

„მინდა შეგახსენოთ, რომ სამწუხაროდ, საფინანსო ბაზარზე ასიმეტრიული რეგულაცია იყო,  რამაც ხელი შეუწყო ჭარბვალიანობისსქემას. ვინც არის კონკურენტუნარიანი,  ვისაც შეუძლია ბაზარს მიაწოდოს კონკურენტუნარიანი პროდუქტი, გარწმუნებთ, ყველა ეს ორგანიზაცია იქნება წარმოდგენილი ბაზარზე.  ვინც დაკავებულია სპეკულაციური საქმიანობით მას მუშაობის სპექტრი შეეზღუდება“, - ამბობს ფინანსთა მინისტრი.

შეგახსენებთ საფინანსო ბაზარი ახალი რეგულაციების მოლოდინშია. რაც  მსესხებელთა გადახდისუნარიანობისანალიზს, სესხების მომსახურების კოეფიციენტებს  და საპროცენტო განაკვეთებს შეეხება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე