ნაადრევი მშობიარობის დროს ექიმმა ბავშვს თავი მოაგლიჯა

საქართველო, თბილისი - 16:42 | 10.05.2018
ნანახია: 2337

დიდ ბრიტანეთში სამედიცინო ტრიბუნალი განიხილავს ექიმის საქმეს, რომელმაც პაციენტის ნაადრევი მშობიარობის დროს ბავშვს თავი მოაგლიჯა. როგორც The Daily Mail-ი იუწყება, 30 წლის დედა ექიმებს ელოდებოდა, როდის მიაკერებდნენ ახალშობილს თავს, რათა მას გამომშვიდობებოდა.

ინციდენტი 2014 წლის 16 მარტს ნაინუელსის საავადმყოფოში მოხდა. დედა საავადმყფოში იმის გამო მოხდა, რომ ბავშვმა მოულოდნელად საშვილოსნოში საშიში მდებარეობა მიიღო.

41 წლის ექიმს ვაიშნავი ლაკსმანს ქალისთვის საკესირო კვეთა უნდა გაეკეთებინა. ამის ნაცვალდ მან გადაწყვიტა მშობიარობა ბუნებრივი გზით მიეღო.

ამასთან მშობიარეს არ გაუკეთეს გაუტკივარება. რთული მშობიარობის გამო ექიმმა ბავშვი მთელი ძალით გამოსწია და თავი მოაგლიჯა.

საქმის მოსმენის დროს დედამ განაცხადა, რომ ექიმს უმძიმეს შეცდომას არასდროს აპატიებდა.

მშობიარობის დროს ორსულობის ვადა 25 კვირას შეადგენდა. ქალისთვის ის პირველი ორსულობა იყო. საქმის მოსმენა გრძელდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე