სამების საკათედრო ტაძარსა და საპატრიარქოს ბობოყვათის რეზიდენციას სდსს დაიცავს

საქართველო, თბილისი - 15:15 | 30.11.2015
ნანახია: 1634

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური საქართველოს საპატრიარქოს გარდა, სამების საკათედრო ტაძარსა და საპატრიარქოს ბობოყვათის რეზიდენციასაც დაიცავს. 
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესაბამისი განკარგულება მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
27 ნოემბრით დათარიღებული განკარგულების მიხედვით, მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №427 განკარგულებით დამტკიცებულ "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის ობიექტთა ნუსხაში" (დანართი №2) ცვლილება განხორციელდება, რომლის "ვ" ქვეპუნქტში, საქართველოს საპატრიარქოს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი და საპატრიარქოს ბობოყვათის რეზიდენცია დაემატება.
შეგახსენებთ, სდსს მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს იცავდა. 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე