ქვემეხებს საქართველოს რუსეთიდან ესვრიან - ოთარ იოსელიანი

საქართველო, თბილისი - 15:30 | 10.05.2018
ნანახია: 1596

ქვემეხებს საქართველოს რუსეთიდან  ესვრიან და არა პირიქით, საქართველოში ქვმეხები არ ისვრიან, რადგან იქ არავინ არის ისეთი, ვისაც უნდა ესროლონ“, - განაცხადა ქართველმა კინორეჟისორმა ოთარ იოსელიანმა bbc-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

აფხაზეთის შესახებ საუბრისას რეჟისორმა აღნიშნა, რომ ომი რუსეთმა გააჩაღა. „აფხაზეთი სამთავროა, ის საქრთველოს ძველი სახელწოდებაა. ის სამთავროა, რომელიც სტალინმა ავტონომიურ რესპუბლიკად აქცია და ოსეთიც ავტონომიურ ოლქად გადააქცია, ის ხომ მაჩაბლის სამთავრო იყო. სოჭიც ჩემს წინაპრებს ეკუთვნოდა, ის ორჯონიკიძემ აჩუქა რუსეთს. თუ რუსეთს ყირიმი მიაქვს, მაშინ დაგვიბრუნოს სოჭი“, - განაცხადა იოსელიანმა.

ჟურნალისტმა შეკითხვა რეჟისორს სტალინზეც დაუსვა, თუ რას ფიქრობდა ის საბჭოთა ბელადზე. „სტალინს სურდა რაღაცისთვის მიეღწია. არ გამოუვიდა. უნდოდა მიეღწია სავარაუდოდ იმისთვის, რომ მსოფლიო რევოლუცია მომხდარიყო და იმისთვის, რომ მთელი მსოფლიო საბჭოთა გამხდარიყო. მაგრამ ეს არ მოხდა. და ამიტომ მან დახარჯა კოლოსალური ადამიანური რესურსები, ის მივიდა იქამდე, რომ წააგო ომი. არანაირი გამარჯვება არ ყოფილა. ჩვენ ამერიკელებისა და ინგლისელების გარეშე ვერ გავიმარჯვებდით. იმის მიუხედავად, რომ ჟუკოვმა თავისი თანამემამულეების ისეთი რაოდენობა ჩააწვინა მიწაში, რომ ამაზე ფიქრიც კი საშინელებაა“, -აღნიშნა იოსელიანმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე