წითელი ღვინო მამაკაცებისთვის სასარგებლო აღმოჩნდა

საქართველო, თბილისი - 14:03 | 10.05.2018
ნანახია: 2384

 წითელი ღვინის მოხმარება სასარგებლო განსაკუთრებით მამაკაცებისთვის აღმოჩნდა. მას შეუძლია მამაკაცები პროსტატის კიბოსგან დაიცვას. ამის შესახებ რობერტ კოხის ინსტიტუტის გერმანელმა მეცნიერებმა განაცხადეს.

 მეცნიერები 611 ათასი მოხალისის მდგომარეობას აკვირდებოდნენ და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ზომიერად ალკოჰოლური სასმელის მიღება მამაკაცის ჯანმრთელობას დაიცავს.  

სპეციალისტების თქმით, წითელი ღვინის მოხმარების შედეგად პროსტატის კიბოს განვითარება 12 პროცენტით შემცირდება.

მეცნიერების თქმით, ეს ეფექტი უკავშირდება ღვინოში პოლიფენოლების შემცველობას, რომელიც გავლენას ახდენს არტერიული ტრომოციდების აგრეგაციასა და ინსულტისადმი მგრძნობელობაზე.

მეცნიერთა რჩევით, პროსტატის კიბოს განვითარების რისკის შემცირების მიზნით, აუცილებელია დღეში მხოლოდ  ერთი ჭიქა წითელი ღვინის მირთმევა. საინტერესოა, რომ პოლიფენოლები, რომელსაც წითელი ღვინო შეიცავს, მამაკაცების ჯანმრთელობას ათეროსკლეროზის, ალცჰეიმერისა და ართრიტის დაავადებების განვითრებისგანაც დაიცავს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე