სკოლაში რობოტი მასწავლებლები გამოჩნდნენ

საქართველო, თბილისი - 13:21 | 10.05.2018
ნანახია: 1582

ფინეთის ქალაქ ტემპერის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლების დასახმარებლად რობოტები გამოჩნდნენ.

ფრანგი ჰუმანოიდური ტიპის რობოტი ელიასი ბავშვებს ინგლისური ენის გაკვეთილებს ჩაუტარებს, ფინური წარმოშობის Pöllö კი მოსწავლეებს მათემატიკური სავარჯიშოების ამოხსნაში დაეხმარება.

მედია აღნიშნავს, რომ ამ რობოტებს ერთი მნიშვნელოვანი ღირსება აქვთ. მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბონ დავალება და მოსწავლეებს მისი შესრულება სთხოვონ.

რობოტების ტესტირება ჯერ კიდევ გრძელდება. ამის გარდა მათი გამოყენება შეზღუდულია და სწავლება მხოლოდ პირველ და მეორე კლასის მოსწავლეებისთვის შეუძლიათ.

სპეციალისტების პროგნოზით ახლო მომავალში ასეთ პედაგოგებზე მოთხოვნა გაიზრდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე