ფეხბურთელმა გულშემატკივარს ქურთუკი აჩუქა, რომლის ჯიბეშიც ნიშნობის ბეჭედი დარჩა

საქართველო, თბილისი - 13:03 | 10.05.2018
ნანახია: 1175

 

ინგლისური საფეხბურთო კლუბ „ბოლტონის“ მცველმა მარკ ლითლიმ „ნოთინჰემ ფორესტთან“ გამარჯვების შემდეგ ერთ-ერთ გულშემატკივარს ქურთუკი აჩუქა, რომლის ჯიბეშიც  ნიშნობის ბეჭედი და საფულე დარჩა.

ამის შესახებ ფეხბურთელმა თავის Twitter-ში დაწერა.

მან გულშემატკივარს ნივთების დაბრუნების თხოვნით მიმართა. გულშემატკივარიც გამოეხმაურა და ბეჭედი და საფულე დაუბრუნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე