პროკურატურამ 2012 წლამდე მოქალაქეებისთვის ქონების ჩამორთმევის 3 ფაქტი გახსნა

საქართველო, თბილისი - 15:31 | 24.09.2015
ნანახია: 2297

პროკურატურამ  2012 წლამდე მოქალაქეებისთვის ქონების ჩამორთმევის 3 ფაქტი გახსნა. მხილებულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამდებობის პირები.

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის განცხადებით, შემაჯამებული გადაწყვეტილების შემდეგ დაზარალებულ მოქალაქეებს  დაუბრუნდებათ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 12 ავტომანქანა.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ მხილებულ პირებს დისკრეციები გაუფორმდათ და ამ დროისთვის, სისხლის სამართლებრივი დევნა არცერთი საჯარო მოხელის მიმართ არ დაწყებულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე