მერიამ „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესი“ შეიმუშავა

საქართველო, თბილისი - 15:01 | 30.11.2015
ნანახია: 1671

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თბილისის მერიის მიერ შემუშავებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესი“ დაამტკიცა. დოკუმენტი თბილისის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებსა და პროცედურებს განსაზღვრავს.

უსახლკარო პირად რეგისტრაციისათვის მოქალაქე უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი წესის თანახმად დამტკიცებულ ყველა კრიტერიუმს, მათ შორის, რეგისტრირებული უნდა იყოს  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

პრიორიტეტი მიენიჭება: მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და მათი ოჯახის წევრებს, ვეტერანებს, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, მათ არასრულწლოვან შვილ(ებ)ს, მრავალშვილიან ოჯახებს და ა.შ.

აღნიშნული წესის განსახორციელებლად, დედაქალაქის მთავრობამ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისია“ უნდა შექმნას, რომელიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.

უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და უსახლკარო პირთა თავშესაფარი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად მოხდება.

თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფისთვის უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა მათი ქონებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი პირობების, ჯანმრთელობისა და სხვა ფაქტობრივ გარემოებათა ურთიერთშედარების საფუძველზე განისაზღვრება და ოპტიმალური გადანაწილების პრინციპის საფუძველზე მოხდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე