ოთარ მეღვინეთუხუცესის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

საქართველო, თბილისი - 11:11 | 09.05.2018
ნანახია: 1417

ცნობილი ქართველი მსახიობის  ოთარ მეღვინეთუხუცესის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა.  მსახიობი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული. ის 9 მაისს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 81 წლის ასაკში, გარდაიცვალა.

ოთარ მეღვინეთუხუცესი დაიბადა 1932 წლის 16 იანვარს, თბილისში. 1954 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. იგი იყო საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მიღებული აქვს რუსთაველის სახელმწიფო , კოტე მარჯანიშვილის სახელობის და სხვა პრემიები.ოთარ მეღვინეთუხუცესი მონაწილეობდა ფილმებში: "დათა თუთაშხია", "ფატიმა", "ვედრება", "დიდოსტატის მარჯვენა", "მთვარის მოტაცება, "ნატვრის ხე", "კეთილი ადამიანები", "მზე შემოდგომისა". მას ასევე უამრავი როლი აქვს შესრულებული რუსთავისა და მარჯანიშვილის თეატრებში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე