ანჯელინა ჯოლი ახალ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს

საქართველო, თბილისი - 14:47 | 08.05.2018
ნანახია: 1345

ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი აქტიურ პროდიუსერულ საქმიანობას განაგრძობს.

ის თავისი ახლი პროექტის შესახებ ჟურნალისტებს ესაუბრა. ფილმზე ანჯელინა ჯოლი Box of Daylight Productions-თან ერთად იმუშავებს.

მაყურებელს ახალი ბიოგრაფია ელოდება. სურათი პოპულარული ამერიკელი მძლეოსანის ჯიმ ტორპის სპორტულ მიღწევებზე მოგვითხრობს. ანჯელინა ჯოლი პროდიუსერის რანგში მოგვევლინება.

ფილმს დამოუკიდებელი გუნდი UTA დააფინანსებს. ის ასევე დაკავდება ახალგაზრდებს შორის ფილმის გავრცელებით. ჯერ არ არსებობს ინფორმაცია ვინ მიიღებს ფილმში მონაწილეობას და როდის გამოვა გაქირავებაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე