ჰავაიზე ვულკანიდან ამოფრქვეულმა ლავამ 30 სახლი გაანადგურა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 10:12 | 07.05.2018
ნანახია: 1509

ვულკანი კილაუეა ჰავაის კუნძულებზე ამოფრქვევას ჯერ კიდევ განაგრძობს. ლავამ სულ მცირე 30 სახლი გაანადგურა.  ამის შესახებ პორტალი Hawaii News Now-ი იუწყება.
პორტალის მონაცემებით, ნაპრალების რაოდენობა, საიდანაც ლავა ამოდის, ათამდე გაიზარდა. ლავის შადრევნები 70 მეტრის სიმაღლეზე იფრქვევა.

სამოქალაქო თვდაცვის სამმართველომ მოქალაქეებს ცოტა ხნით თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება მისცა ცვხოველებისა და პირადი ნივთების წასაღებად. ამასთან ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ვითარება ჯერ გაურკვევლია და ქვეყნის დასავლეთით ვულკანის აქტივობა ჯერ კიდევ არ შეწყდება.

ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ევაკუაცია 10 ათასამდე ადამიანს შეეხო.

კილაუეა დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოქმედი ვულკანია.








არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე