სალვადორ დალის როლს ბენ კინგსლი განასახიერებს

საქართველო, თბილისი - 15:00 | 04.05.2018
ნანახია: 1592

ოსკაროსანი მსახიობი ბენ კინგსლი ცნობილი მხატვრის სალვადორ დალის როლს შეასრულებს. ბიოგრაფიული სურათის Dali Land-ის რეჟისორი მერი ჰერონი იქნება.

სალვადორის ცოლისა და მუზის როლს კი ლესლი მენვილი განასახიერებს.

კონკრეტულად დალის ცხოვრების რომელ ეპიზოდზე მოგვითრობს მომავალი პროექტი, ჯერჯერობით უცნობია. ფილმის გადაღებები კანადასა და ესპანეთში წლის ბოლოს შედგება.

ესპანელმა მხატვარმა სახელი არამხოლოდ ნახატებით, ექსცენტრული ქმედებებითაც გაითქვა. სალვადორმა თავისი ცხოვრება სხვადასხვა ლეგენდებით შეავსო და საკუთარ თავს რამდენიმე წიგნი, ლექსი და სტატია მიუძღვნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე