სათათბიროს დეპუტატები რუსეთში ერდოღანის შეშვების აკრძალვას ითხოვენ

საქართველო, თბილისი - 12:47 | 30.11.2015
ნანახია: 1662

სათათბიროს დეპუტატებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს სუ-24-ის ჩამოგდების გამო თურქეთის ოფიციალური პირების პერსონა ნონ გრატად გამოცხადება სთხოვეს.

შესაბამისი თხოვნით უწყებას დეპუტატებმა კომუნისტური პარტიიდან ვალერი რაშკინმა და სერგეი ობუხოვმა მიმართეს. დეპუტატები არ აზუსტებენ თუ ვის მიმართ უნდა ამოქმედდეს აღნიშნული ზომები, თუმცა ამასთან დოკუმენტის ტექსტში ფიგურირებენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, მის ვაჟი ბილალ ერდოღანი და პრემიერ-მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ.

თურქეთის სამხედრო ავიაციამ რუსული ბომბდამშენი 24 ნოემბერს ჩამოაგდო.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე