გიორგი გახარია: ველოდი უფრო შინაარსობრივ გამოსვლას

საქართველო, თბილისი - 13:52 | 02.05.2018
ნანახია: 1925

„ველოდი, გულწრფელად, აბსოლუტურად, უფრო შინაარსობრივ და ობიექტურ საუბარს არსებულ პრობლემებზე. უფრო შინაარსობრივს, იმიტომ, რომ ამ პრობლემებს ჩვენც ვხედავთ და დისკუსიის არსი უნდა ყოფილიყო ამ პრობლემების მოგვარების გზების ძებნაში. სამწუხაროდ, ეს იყო პოპულისტური გამოსვლა", - განაცხადა შინაგან საქმთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ.

განსაკუთრებით, სამწუხაროა ჩემთვის ეს ბოლო გამოსვლა. გულწრფელად გეუბნებით, რომ ველოდი უფრო შინაარსობრივ გამოსვლას, მათ შორის, ჩვენი მიმართულებითაც. მივიღეთ ის რაც მივიღეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ობიექტური საუბარი არსებულ პრობლემებზე იქნებოდა ჩვენთვის ყველაზე მისასალმებელი“, - დასძინა გახარიამ.

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე