ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:17 | 01.05.2018
ნანახია: 1129

1 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.4552 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4570 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში  0.18 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9529 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9713 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.84 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5993 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.3612 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 2 მაისიდან  შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე