გიორგი გახარია: თამბაქოს მოხმარების რეგულირების ვალდებულება და პასუხისმგებლობა საპატრულო პოლიციას დაეკისრა

საქართველო, თბილისი - 15:29 | 01.05.2018
ნანახია: 1707

"ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ თამბაქოს მოხმარების რეგულირების ვალდებულება და პასუხისმგებლობა საპატრულო პოლიციას დაეკისრა – რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მოვალეობას ღირსეულად შევასრულებთ", – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარიას თქმით, ჯერჯერობით, არ აქვს მონაცემები დარღვევებთან დაკავშირებით.

„სამოქალაქო საზოგადოებას ამ საქმეში გვერდით დგომა მინდა ვთხოვო, რადგანაც ეს ჩვენი ერთობლივი ამოცანაა. იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეები ამ მიმართულებით დაგვეხმარებიან, სხვა ასევე მნიშვნელოვანი საკითხების პრევენციას უფრო მეტ დროს დავუთმობთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე