საკვები პროდუქტები, რომლებიც დაგვეხმარება თვალების ჯანმრთელობისა და კარგი მხედველობის შენარჩუნებაში

საქართველო, თბილისი - 15:07 | 01.05.2018
ნანახია: 1954

თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ნივთიერებები ამცირებს მაკულარული დეგენერაციისა და კატარაქტის განვითარების რისკს:

სტაფილო - შეიცავს A ვიტამინს (ბეტა-კაროტინს), რომელიც აუცილებელია ბადურა გარსისა და თვალის სხვა ნაწილებისთვის.
მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული - შეიცავს ანტიოქსიდანტებს ლუთეინსა და ზეაქსანტინს.
კვერცხი - ლუთეინისა და ზეაქსანტინის, ასევე, თუთიის წყაროა, რომელიც ხელს უშლის კატარაქტისა და მაკულარული დეგენერაციის განვითარებას.
ციტრუსები და კენკროვნები - ხილის ეს სახეობები შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რომლის ნაკლებობაც ხელს უწყობს კატარაქტისა და მაკულარული დეგენერაციის განვითარებას.
თხილეული და ნუში - ისინი გაჯერებულია E ვიტამინით, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მაკულარული დეგენერაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ცხიმიანი თევზი - თინუსი, ორაგული, სკუმბრია, ქაფშია, კალმახი დიდი რაოდენობით შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ბადურას ერთ-ერთი კომპონენტია და რომლის ნაკლებობაც დაკავშირებულია მშრალი თვალის სინდრომთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე