მაშავერას წყალში დარიშხანის კონცენტრაცია საგანგაშოდ მომატებულია - სერგო ჩიხლაძე

საქართველო, თბილისი - 11:15 | 01.05.2018
ნანახია: 1697

„ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ნიადაგებსა და წყლებში კატასტროფულად არის მომატებული ისეთი მძიმე ლითონების შემცველობა როგორებიცაა: კადმიუმი, ტყვია, სპილენძი, თუთია, რკინა, ნიკელი, მანგანუმი და დარიშხანი. აქედან განსაკუთრებით საყურადღებოა სამი: კადმიუმი, ტყვია და დარიშხანი, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე განსაკუთრებულად საზიანო გავლენას ახდენს. ტყვია ზემოთაღნიშნული რაიონების სოფლებში, ნიადაგში ზოგ შემთხვევაში 200-300%- ით აღემატება დასაშვებ ნორმას, კადმიუმი-600% ით, ხოლო ზოგიერთი მდინარის, მაგალითად მაშავერას წყალში კადმიუმის კონცენტრაცია 1240-ჯერ აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. აღსანიშნავია, რომ დაბინძურების განსაკუთრებული მატება აღინიშნება 2014 წლის შემდეგ“, - აცხადებს ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი, სერგო ჩიხლაძე.

მისივე თქმით, დაბინძურების განსაკუთრებული მატება აღინიშნება 2014 წლის შემდეგ.

“ირიბად ყველა შეიძლება გავხდეთ ამ მავნე ზემოქმედების მსხვერპლი. არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობა. რეგიონში განვითარებულია მებოსტნეობა და მეცხოველეობა, RMG წარმოებით დაბინძურებული მდინარეების მაშავერას და ფოლადაურის წყალი კი სამელიორაციო სისტემაში გამოიყენება. ბინძურდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ავადდება პირუტყვი. ბოსტნეული და მცენარეები დიდი რაოდენობით ითვისებს სიმსივნის მაპროვოცირებელ მძიმე მეტალებს – ტყვიასა და კადმიუმს. ამ მწვანილს, ხორცს და სხვა პროდუქტებს მოვიხმართ ჩვენ ყველა და ჩვენი შვილები მთელ საქართველოში!”, - აცხადებს ჩიხლაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე