ვანო სარაჯიშვილი - 139
საქართველო, თბილისი - 10:37 | 01.05.2018 ნანახია: 44901879 წლის 1 მაისს დაიბადა ცნობილი ქართველი მუსიკოსი, ქართული პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი ვანო სარაჯიშვილი.
ქართველი ხალხის უსაყვარლესი მომღერალი, „საქართველოს ბულბული“ სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. ასეთი პოპულარობა მოუხვეჭა მას იშვიათი სილამაზის ხმამ, დახვეწილმა ვოკალურმა ოსტატობამ და ნათელმა სცენურმა ნიჭმა. ლირიკულ დრამატული ტენორი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1887 წლიდან სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, აქვე მღეროდა მოსწავლეთა გუნდში (1888-1895 წლები). 1898 წელს შევიდა თბილისის სამუსიკო სასწავლებელში (ჩელოს კლასი). 1898-1900 წლებში. იყო ქართული ხალხური გუნდის მომღერალი – სოლისტი (ხელმძღვანელი ს.კავსაძე). 1903 წლიდან პეტერბურგში სწავლობდა სიმღერას ჯერ ი. პრიაშნიკოვთან, შემდეგ ა. პანაევა-კარცევასთან. აქვე შედგა სარაჯიშვილის დებიუტი 1907 წელს ჯუზეპე ვერდის ოპერა „ტრავიატაში“. პარალელურად იტალიაში კასტეანოს ხელმძღვანელობით ეუფლებოდა ბელკანტოს ხელოვნებას (1906-1908 წლებში). მართავდა კონცერტებს იტალიის სხვადასხვა საოპერო თეატრში.
პეტერებურგში დაბრუნების შემდეგ მომღერალმა მუშაობა განაგრძო იტალიურ დასში. 1908 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. გამოდიოდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე.
1910-1920 წლებში. ვანო სარაჯიშვილის შემოქმდების აყვავების ხანაა. 1913 წლის 28 მაისს შეასრულა ფრაგმენტები ზაქარია ფალიაშვილის ახლად შექმნილი ოპერიდან „აბესალომ და ეთერი“ (აბესალომის პარტია). 1916-1917 წლებში – ცხოვრობდა ბაქოში, სადაც აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ, სარაჯიშვილი მონაწილეობას იღებს ზაქარია ფალიაშვილის ოპერების დადგმებში, ასრულებს აბესალომის („აბესალომ და ეთერი“) და მალხაზის („დაისი“) პარტიებს. ცნობილია, რომ მალხაზის არია „თავო ჩემო“ ზაქარია ფალიაშვილმა ოპერაში შეიტანა ვანო სარაჯიშვილის თხოვნით.
მრავალფეროვანია სარაჯიშვილის რეპერტუარი, იგი თანაბარი წარმატებით ასრულებდა, როგორც ლირიკულ ისე დრამატულ პარტიებს: შოთა (დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“), კოტე (ვ.დოლიძე „ქეთო და კოტე“), რადამესი (ვერდი „აიდა“), ხოზე (ბიზე „კარმენი“), ფაუსტი (ჰუნო „ფაუსტი“), ჰერცოგი, (ვერდი „რიგოლეტო“) ალფრედი, (ვერდი „ტრავიატა“), ნადირი (ბიზე „მარგალიტების მაძიებელი“), ლოენგრინი (ვაგნერი „ლოენგრინი“), ლენსკი, (ჩაიკოვსკი „ევგენი ონეგინი“), გერმანი (ჩაიკოვსკი „პიკის ქალი“), სინოდალი (რუბინშტეინის „დემონი“) და სხვ. გადაღებულია კინო-ფილმში „მამის მკვლელი“ (1923). მისი ხმა აღბეჭდილი იყო რამდენიმე ტექნიკურად არასრულყოფილ გრამფირფიტაზე, რომლის რესტავრირებაც განხორციელდა 1999 წ. კერძოდ, ანზორ ერქომაიშვილის მიერ ლონდონში აღმოჩენილი დედნების საფუძველზე, ნოდარ ანდღულაძემ კი პირველადი სრულყოფილი ხმოვანება აღადგინა. გამოვიდა ამ ჩანაწერების კომპაქტდისკი.
ვანო სარაჯიშვილი დაკრძალულია თბილისის ოპერის თეატრის ბაღში. მისი სახელი ეწოდა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას, ქ. სიღნაღში მაისის თვეში ყოველწლიურად იმართება ვანოობა. 2002 წლიდან სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის, პროფ. მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით, დაარსდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია განსაკუთრებული მიღწევების მქონე აკადემიური სიმღერის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა